შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 5 ივლისს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას დამსწრე საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით, მოსწავლე ახალგაზრდობისათვის. ღია ცის ქვეშ გამართულ პავილიონებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დამთვალიერებლებს სთავაზობდნენ საკუთარ ბაზაზე შექმნილ სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობებს. პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და ბათუმის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო აკადემიური პერსონალის მიერ ზღვის თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრებით. დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია ქვაზე ხატვის მასტერკლასმა. პედაგოგ ირინა ტორონჯაძის დახმარებით 60-მდე მოსწავლემ სამახსოვროდ წაიღო საკუთარი ხელით მოხატული ზღვის ქვები. არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტის - იოსებ ჯორბენაძის მიერ მოიხატა დეკორატიული პანო ქუჩის მხატვრობის ტექნიკით. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ზღვის თემაზე შექმნილი სამეცნიერო ნახატების კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930