ემსახურეთ ხელოვნებას და იყავით თავისუფალი

სურათი

„ემსახურეთ ხელოვნებას და იყავით თავისუფალნი“ 2022 წლის 1 ივლისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის 2022 წლის კურსდამთავრებულებისათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სხვადასხვა მიმართულების წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა. უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდზე, მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტსა და პროფესორს სირთულეების დაძლევისთვის, სწავლისა და სწავლების ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. გამომსვლელებმა ისაუბრეს ერთად გატარებულ საინტერესო წლებზე, უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და წარმატებული მომავალი უსურვეს კურსდამთავრებულებს. საღამო შემოქმედებითად გაალამაზეს მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა. 2022 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის კურსდამთავრებულებს სიმბოლური ბარათები გადაეცათ. საღამოს დასასრულს სტუდენტებმა და ღონისძიების მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930