9 ივნისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

სურათი

9 ივნისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ნასტასია დომპსი, კულტურისა და კომუნიკაციების სფეროს კოორდინატორი სალომე მურვანიძე,  ინსტიტუტის თანამშრომელი ნათია მსხალაძე და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი. საუბარი შეეხო  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს, უნივერსიტეტის მიერ ბოლო წლებში განცორხიელებულ საერთაშორისო პროექტებს. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს პლატფორმა  CampusArt , რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ განათლება საფრანგეთის უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლებში.    CampusArt  ფრანგული  ხელოვნების  სკოლების  ერთიანი ქსელია, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს  სასწავლო პროგრამებს ხელოვნებასა და არქიტექტურაში სააგენტო Campus France-თან და საფრანგეთის ეროვნული განათლების სამინისტროს,  უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების, ევროპის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930