მუსიკოსები საზღვრების გარეშე

სურათი

 „მუსიკოსები საზღვრების გარეშე“  საერთაშორისო პროექტია, რომელიც    სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების გაერთიანებას და ერთობლივი  ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს.  პროექტის ფარგლებში 30 მაისს   გაიმართა  კლასიკური მუსიკის კონცერტი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის და ტრაპიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით, რომელთა შორის ერთი თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  პროექტს შეუერთდა ბათუმის  საერთაშორისო უნივერსიტეტის   სამედიცინო ფაკულტეტის  სტუდენტი ისრაელიდან, რომელიც  გარდა პროფესიისა, კარგად ფლობს  ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. კონცერტზე შესრულდა ევროპელი და ქართველი კონპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები.  პროექტის ფარგლებში ტრაპიზონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა აიშეგულ ერგენემ   მუსიკის ფაკულტეტის  სამუსიკო შემსრულებლობის პროგრამის   სტუდენტებისათვის კლარნეტის მასტერკლასი ჩაატარა. ასისტენტ-პროფესორმა ალი კელესიმ  საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „ანატოლიური როკი და მისი აღორძინება“.  მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ინტეგრაციას, გამოცდილებების გაზიარებას,  სასწავლებლების  დაახლოებას და  მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას.  

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930