სამეცნიერო ნახატების კონკურსი

სურათი

ამა წლის 5  ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, იგეგმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის სამეცნიერო ნახატების კონკურსის ჩატარება, პროექტის განმახორციელებელია ბსუ და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.

ნახატი უნდა ეხებოდეს საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს (ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემა, საზღვაო ინფრასტრუქტურა, სანაპირო ზოლის რეგიონის კულტურა, ზღვის კვლევები და ა.შ.).

კონკურში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო და საშუალო საფეხურის - VII, VIII, IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის მოსწავლემ უნდა წარადგინოს  კონკურსში მონაწილეობის განაცხადი (დანართი 1) და მხატვრული ნამუშევარი;

თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსზე წარმოადგინოს მხოლოდ 1 ნამუშევარი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ნახატი უნდა იყოს კონკურსანტის ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც ჯერ არ გამოფენილა;

ბ) ნახატი უნდა იყოს თემატურად ზღვასთან და მეცნიერებასთან კავშირში (საკონკურსო ნახატის შექმნა შთაგონებული უნდა იყოს ზღვასთან დაკავშირებული რაიმე სამეცნიერო აღმოჩენის, ტექნოლოგიური გარღვევის, ინოვაციური გამოგონების, სამეცნიერო ჰიპოთეზის, სამეცნიერო ფენომენის და გამორჩეული კვლევის პროცესით);

გ) საკონკურსო ნამუშევარს/ნახატს თან უნდა ახლდეს აღწერილობა იმის შესახებ, თუ როგორ არის დაკავშირებული ნამუშევარი/ნახატი საზღვაო მეცნიერებასთან (აღწერილობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ზღვასთან დაკავშირებული რომელი სამეცნიერო აღმოჩენა, ტექნოლოგიური გარღვევა, ინოვაციური გამოგონება, სამეცნიერო ჰიპოთეზა, სამეცნიერო ფენომენი და გამორჩეული მეცნიერის/გამომგონებლის მოღვაწეობა დაედო საფუძვლად კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ნამუშევარს (სიტყვათა რეკომენდებული რაოდენობა - არაუმეტეს 300 სიტყვისა).

გ) მისაღებია სახვითი ხელოვნების ნებისმიერი მიმდინარეობა, თუმცა უპირატესობა მიენიჭება ინოვაციური მიდგომის გამოყენების ამსახველ ნამუშევრებს.

საკონკურსო დოკუმენტები (საკონკურსო განაცხადი, მხატვრული ნამუშევარი, ნახატის  აღწერილობა) წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ამა წლის 15 ივნისისა შემდეგ მისამართზე: competition@bsu.edu.ge

კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა კონკურსში მონაწილის სიგელი, ხოლო კონკურსში გამარჯვებულ 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს ფულადი ჯილდო.

სამეცნიერო თემატიკაზე ნახატების კონკურსის ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

კონკურსის წესი

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031