ქართული სიტყვისა და მუსიკის საღამო

სურათი

      ხელოვნების უნივერსიტეტში „ქართული სიტყვისა და ქართული მუსიკის საღამო“  გაიმართა, რომელიც „დედაენის“ დღეს მიეძღვნა. პროექტი ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტისა და  ახალგაზრდა მუსიკოსების  თანამშრომლობის შედეგად დაიბადა. „ქართული სიტყვა“  სამსახიობო ხელოვნების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა ლიტერატურული პერფომანსით წარმოადგინეს, რომელიც აერთიანებდა ბგერებს, ტექსტებს და ნაწყვეტებს.  ვერსიის ავტორი იყო პედაგოგი მარინა ბურდული.   „ქართული მუსიკა“ წარმოდგენილი იყო ქართული რომანსების სახით, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა  - ანა ლომიაშვილმა და ერეკლე გურგენიძემ  ააჟღერეს.   ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის, დიმიტრი არაყიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, იაკობ ბობოხიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ნიკოლოზ გუდიაშვილის, არჩილ ჩიმაკაძის რომანსებს აკომპანიმეტს უწევდა საქართველოს დამსახურებული არტისტი კონცერტმაისტერი ნატალია ჭანტურიშვილი.  

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031