ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მანუჩარ შერვაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს

სურათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მანუჩარ შერვაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, თეატრს, პროფესიულ საზოგადოებას, ქართული თეატრისა და კინოს გულშემატკივრებს.

მანუჩარ შერვაშიძემ 1955 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი და ამავე პერიოდიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც სასცენო ხელოვნების არაერთი გამორჩეული როლით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. მის მდიდარ რეპერტუარში გამორჩეულია: ხარიტონი (კოლმეურნის ქორწინება), ნუგზარი (ზღვა და სიყვარული), ჩინჩახელი (ეზოში ავი ძაღლია), ყვარყვარე (ყვარყვარე თუთაბერი), პოლონიუსი (ჰამლეტი), ილარიონი (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი) ჯანიკო (როცა ქალაქს ძინავს), ცამცუმი (აიეტი) და მრავალი სხვა.

ასევე მრავალფეროვანია მისი კინო-როლები: სიპიტო - "წუთისოფელი", დურუ ხუნჯუა - "რეკორდი", კომენდატი - "უმცროსი და", არლანი - "მთვარის მოტაცება", ადმინისტრატორი - "ზღვის მგელი", კარპე - "სითბო გაუნაწილე", "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ", - ბიძინა ფოსტალიონი - "გადაღების ერთი დღე", ანტიბიო - "ზღვის შვილები", კაპიტანი - "კაპიტნები", და სხვა.

შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მას მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბატონ მანუჩარ შერვაშიძეს მიენიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტის (1967), საქართველოს სახალხო არტისტის (1982) წოდებები. ის არის იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი. მას, ასევე, მიენიჭებული აქვს ბათუმის საპატიო მოქალაქისა და ,,დიდასკალოსის“ საპატიო წოდებები.

ბათუმის დრამატული თეატრის წინ გახსნილია მანუჩარ შერვაშიძის სახელობის ვარსკვლავი.

ბატონი მანუჩარი დაარსებიდან (1995) 2004 წლამდე იყო ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი სამეურნეო დარგში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031