დიპლომების გადაცემა

სურათი
2022 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები (ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი თ. ბოლქვაძე, ასისტენტ-პედაგოგი მ. ხელაია ).
ამ ფაქტით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას, რომ სამომავლოდ, დიპლომების გადაცემა სწორედ ქართული თეატრის დღეს ჩატარდეს.
ამავე დღეს ჩატარდა სამსახიობო სპეციალობის პირველკურსელთა გამოცდა სასცენო მეტყველებაში (პედაგოგი მ. ბურდული).
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებსა და ყველას ვულოცავთ ქართული თეატრის დღეს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930