საჯარო ლექცია თემაზე "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)“

სურათი
15 დეკემბერს, 16:00 საათზე
ტელე-რადიო ჟურნალისტიკის, კულტურული ტურიზმის და ხელოვნების მენჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის (ონლაინ ZOOM - პლატფორმაზე ) გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)“
საჯარო ლექციას წარუძღვა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის CSR ექსპერტი ელენე ჩხეიძე.
განხილული იქნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია, მისი როლი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის წარმოების პროცესში, გრძელვადიანი ბიზნეს სარგებელი, რომელიც CSR-ის დანერგვას მოაქვს.
პროექტი გახორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031