დელეგაცია მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში

სურათი

"ამერიკელები ბათუმში" მედიაგანათლების MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 8 დეკემბერს  15:00 საათზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვევა  სქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკული ორგანიზაცია World Chicagos- წარმომადგენლები.

 ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის ილინოისის უნივერსიტეტის ლექტორი: ნეიტ კარპენტერი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ,,პრაქტიკული შესავალი სოციალური მედიის ანალიტიკაში".

მედიაგანათლების პროგრამა  MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP)   არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy)  ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად.  ეს პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State). წელს ამერიკელი პარტნიორი ორგანიზაციაა World Chicago. პროგრამის მიზანია საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების  თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031