23 ნოემბერი. ბათუმის საერთაშორისო სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გახსნა

სურათი
23 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი -"ლიმონი".
ფესტივალის დამფუძნებლები არიან ა(ა)იპ ,,არტ საზოგადოება – ლიმონარიუმი“ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ირაკლი კიკვაძე, გიორგი გოგიბერიძე, ზურაბ ქავთარაძე, მამუკა ჩხიკვაძე და მამუკა ჯორბენაძე. ისინი უკვე წლებია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან მშობლიურ უნივერსიტეტში. ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი მათი პირველი ერთობლივი პროექტია. კინოფესტივალის მიზანია, რეგიონში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობა. ფესტივალის მიერ დასახული ამოცანების გადაწყვეტა უნივერსიტეტის განვითარებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ფესტივალს სიტყვით მიმართეს დამფუძნებლებმა ირაკლი კიკვაძემ და მამუკა ჯორბენაძემ. მათ ისაუბრეს ფესტივალის ჩამოყალიბების იდეაზე, კონცეფციაზე, სახელწოდებაზე, ფუნქციაზე და მნიშვნელობაზე. გაიხსენეს უნივერსიტეტის პროფესორები, რეჟისორები ზაზა ხალვაში და ზურაბ ქავთარაძე. აღნიშნეს მათი შემოქმედებით-პედაგოგიური ღვაწლი და წვლილი ფესტივალის ჩამოყალიბების საქმეში.
ფესტივალს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროესორი მაია ჭიჭილეიშვილი. მან ისაუბრა ფესტივალის, როგორც სტუდენტების პროფესიული განვითარების, მულტიკულტურული ურთიერთობის დამყარების, უნივერსიტეტისა და რეგიონის ცნობადობის პოპულარიზაციის გაზრდის, მნიშვნელობაზე.
ფესტივალს წარმატება უსურვეს აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ. მათ აღნიშნეს სამინისტროს ჩართულობის მნიშვნელობა ფესტივალის მხარდაჭერისათვის და გამოთქვეს მზაობა მომავალი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
გახსნაზე ისუბრეს ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულ აქტივობებზე, დაგეგმილ მასტერკლასებზე, წარადგინეს საერთაშორისო ჟიური.
1) საქართველო - ნიკა აბრამიშვილი (საქართველოს ეროვნული კინოაკადემიის ვიცე პრეზიდენტი; ჟიურის თავჯდომარე)
1) საფრანგეთი, შიმა მონფარედი
2) პოლონეთი - მაციეჟ გილი
3) უკრაინა - ოლეს იანჩუკი
4) თურქეთი - მეჰმედ ალი არსლანი
ფესტივალის მხარდამჭრები არიან:
✔️აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
✔️საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
✔️ქალაქ ბათუმის მერია

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930