2021 წლის 20-25 ნოემბერი. საერთაშორისო პროექტი „მოგზაურობა ოპერის სამყაროში"

სურათი
2021 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ა(ა)იპ „არტ ალტერნატივა“  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ბაზაზე განახორციელა საერთაშორისო პროექტი „მოგზაურობა ოპერის სამყაროში“, რომელშიც გაერთიანებული იყო ქალაქ ბათუმის მერიის თავისუფალი პროექტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი. ფესტივალის დანარჩენი ნაწილი კი დაფინანდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალების კონკურსის გრანტის ფარგლებში.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 19 ნოემბერს ბათუმში ჩამოვიდნენ ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიის სტუდენტი სტეფან პოლიშჩუკი, ამავე კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კამერული ანსამბლის მიმართულების პორფესორი ჩეჩილია ფრანჩინი. კიევის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკის აკადემიის სტუდენტები ალექსანდერ ვოზნიუკი, გრიგორი ამბარცუმიანი, ამავე კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დირიჟორი ილია ინაიშვილი, კიევის ფილარმონიის სოლისტი კატერინა ბოჟანოვა. იზმირის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსერვატორიის სტუდენტი ბარან ჯან ჩორდუქჩუ. 
ფესტივალი გაიხსნა იმპროვიზაციებით ი.ს. ბახის ,,ყავის კანტატის“ მოტივებზე. საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის რესტორან „ბერნის“ ადმინისტრაციას ფართის დათმობისა  და ტექნიკური დახმარებისთვის. 
ფესტივალის პროცესში გაიმართა სავიოლინო და ვოკალური მუსიკის კონცერტები  კიეველი მევიოლინის გრიგორი ამბარცუმიანის და ვენეციელი ბარიტონი სტეფან პოლიშჩუკის მონაწილეობით.
 ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიის პროფესორმა ჩეჩილია ფრანჩინიმ ჩაატარა მასტერკლასები.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფინალური კონცერტი ჩატარდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930