რექტორის მიმართვა საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალს

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ დაარსებული „არტ საზოგადოება - ლიმონარიუმისა“ და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით, წელს პირველად ტარდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი. მისასალმებელია, რომ ფესტივალის  დამფუძნებლებმა რეალობად აქციეს  ბათუმის კინოსახელოსნოს ფუძემდებლისა და პედაგოგის  - კინორეჟსორ ზაზა ხალვაშის იდეა საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივლის დაარსების შესახებ. დიდი მაესტროს, ზაზა ხალვაშის მიერ შერჩეული სახელწოდებაც - ,,LemON (ლიმონი) - სიმბოლურ მნიშვნელობისაა, რადგან ფერით, ფორმითა და სასარგებლო გემოვნური თვისებებით გამორჩეული ეს ეგზოტიკური მცენარე ასოციაციას სწორედ შემოქმედებითი იდეებით, გამბედაობით, ნოვაციებითა და ამბიციებით გამორჩეულ ახალგაზრდა ხელოვანებთან იწვევს.

ფესტივალის შთამბეჭდავი სასტარტო პოზიცია - 25-მდე საკონკურსო ფილმი, საერთაშორისო ჟიური, მასტერკლასები, გამოფენები, ვორქშოპები, სტუდენტური პერფორმანსები, საკონკურსო პრიზები, კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების გაცნობა, საერთაშორისო კინოფორუმებზე გასვლის სამომავლო პერსპექტივები  -  უდიდესი მოტივაციაა სტუდენტებისათვის. 

პროექტი ორიენტირებულია რეგიონში სახელოვნებო განათლებისა და კინოხელოვნების  პოპულარიზაციაზე. იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა დაახლოებას, შემოქმედებითი იდეების გაზიარებას, საშემსრულებლო შესაძლებლობების დახვეწასა და ახალი პროექტების  დაბადებას. 

წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტურ ფესტივალს, „არტ საზოგადოება-ლიმონარიუმს“, ეროვნული და უცხოეთის კინოსახელოსნოების წარმომადგენლებს, ფესტივალის ყველა მონაწილეს, სტუმრებს, კინომოყვარულებს, გულშემატკივრებს.  

მისასალმებელია, რომ სტუდენტური ფესტივალი ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ეროვნული კინოცენტრისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის  მხარდაჭერით.  

იმედი მაქვს, სტუდენტური კინოფესტივალი „LemON დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ბათუმის  საერთაშორისო საფესტივლო  პროექტებს შორის.

 

                                                              მაია ჭიჭილეიშვილი

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930