ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, პედაგოგის, საპატიო ბათუმელის, ღირსების ორდენის მფლობელის, აჭარის დამსახურებული არტისტის, კულტურის დიდი მოამაგის მურმან მახარაძის გარდაცვალების გამო

სურათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, პედაგოგის, საპატიო ბათუმელის, ღირსების ორდენის მფლობელის, აჭარის დამსახურებული არტისტის, კულტურის დიდი მოამაგის მურმან მახარაძის გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, უნივერსიტეტის კოლეგებს, პროფესიულ საზოგადოებას და ქალაქს.
მურმან მახარაძემ განათლება მიიღო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვოკალის მიმართულებით.
1968-2008წწ. იყო ქ. ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი),
1996-1998წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი(ვოკალი),
1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის დოცენტი;
1998 წლიდან ბათუმის კონსერვატორიის პედაგოგი,
2008 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგი,
ამავე წლიდან ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი;
ბატონი მურმანის ღვაწლი ფასდაუდებელია მუსიკალური სამყაროსათვის. მან არაერთი პროფესიონალი და გამორჩეული საოპერო მომღერალი აღზარდა, მათ შორის: ნ. ვარშანიძე, ი. კახიძე, ვ. მითაიშვილი, ა. ქავთარაძე, ა. ხომერიკი და სხვები.
ბატონი მურმანის ხსოვნა დიდხანს დარჩება კოლეგების, მეგობრების და მოსწავლეების გულში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930