გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტი მასპინძლობს გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალს და სამეცნიერო კონფერენციას. ანოტაცია):გიორგი გარაყანიძის სახელობის   ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2005 წელს დაფუძნდა;  2012 წლიდან კი ახალგაზრდა ქართველი ეთნომუსიკოლოგის, ეთნომუსიკის თეატრის მთიების ხელმძღვანელის გიგი (გიორგი) გარაყანიძის სახელს ატარებს. ფესტივალის მთავარი მიზანი ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პროპაგანდაა. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ჯგუფები ავთენტური (პირველადი) შესრულების მანერით.).ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ეთნომუსიკოლოგიისა და საეკლესიო მუსიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. რომელშიც მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. სამეცნიერო კონფერენცია ტარდება სამი დღის განმავლობაში და განიხილება ტრადიციული კულტურის აქტუალური საკითხები.ფესტივალის სტუმრებს და მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული დოკუმენტური ფილების საშუალებით ქართულ ტრადიციულ კულტურას. ყოველწლიურად გათვალისწინებულია ქართველი რეჟისორების რამდენიმე ფილმის ჩვენება.

 წელს ფესტივალი 60 მონაწილით შემოიფარგლება, საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ანსამბლი მუსიკელი სენაკიდან, ტრიო შემოქმედი, ანდღულაძეების საოჯახო ანსამბლი ოზურგეთიდან, ანსამბლი ჭონა ქუთაისიდან. უცხოელი სტუმრები ლატვიიდან, ლიუტუვადან, დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს სამეცნიერო კონფერენცია ქართველი, პოლონელი, ლიტუველი, ლატვიელი და თურქი მეცნიერების მონაწილეობით.

ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები ანა ჯაფარიძე - ბატონები; დევიდ ლინქს-ფოცხიშვილი - მისტერიები.

პოდკასტი - წინაპართა ხმები - სუზან ტომპსონი, ჰოლი ტეილორი, ფილ ტომპსონი, მაგდა კველიშვილი, თამარ ვეფხვაძე.

 

 

კონცერტები დაიწყება - 18.00 ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში.

კონფერენცია - 10.00 მცირე საკონცერტო დარბაზი, მესამე სართული.

 

ფესტივალი დაფინანსებული ქალაქ ბათუმის მერიის მიერ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930