ჩატარდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

სურათი

ჩატარდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

 

2021 წლის 23-24 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“. კონფერენციის მიზანი იყო კულტურისა და ხელოვნების აქტუალური საკითხების კვლევა, შემოქმედებითი პროცესებისა და ტენდენციების გაანალიზება და შეფასება. ა

კონფერენციის პარტნიორები იყვნენ: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.  

წარმოდგენილი იყო შემდეგი თემატიკა: ფერწერა, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, რესტავრაცია, თეატრი, კინემატოგრაფი, მუსიკა, ქორეოგრაფია, კულტურა, კულტურული ტურიზმი, სახელოვნებო განათლება, მედია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები, მეცნიერები, დოქტორანტები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს და სამეცნიერო ცენტრებს.

გარდა ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა, კონფერენციაში საქართველოდან  მონაწილეობდნენ: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, აჭარის მუზეუმის წარმომადგენლები. უცხოეთიდან: უნგრეთის (დებრეცენის უნივერსიტეტი), ბულგარეთის (სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტი; პლოვდივის პაისი ხილენდარელის სახელობის უნივერსიტეტი), უკრაინის (კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი; ვ.კარაზინის სახელობის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი), ბელარუსის (ხელოვნების სახელმწიფო აკადემია; კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი), რუსეთის (რესტავრაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტუტი; ყაზანის არქიტექტურისა და ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი) უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდული ფორმატით, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად - ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე.  

კონფერენცია დაფინანსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.

დაინტერესებულ პირთათვის კონფერენციის შედეგების გაცნობა შესაძლებელია გამოცემული კრებულის მეშვეობით.

იხილეთ კონფერენციის მასალების კრებული

http://www.batu.edu.ge/text_files/ge_file_3418_1.pdf

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930