ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის პროფესორის, მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის ზურაბ ქავთარაძის გარდაცვალების გამო

სურათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის პროფესორის, მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის ზურაბ ქავთარაძის გარდაცვალების გამო. მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისათვის. ბატონ ზურაბს აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ოჯახის, ახლობლების, უნივერისტეტის, თეატრალური და კინოსაზოგადოებისათვის.
ზურაბ ქავთარაძე დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს ქალაქ თბილისში მოსამსახურის ოჯახში. 1979 - 1983 სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. 1996 წლიდან დღემდე მუშაობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმაღლესი კატეგორიის მსახიობად. ამავე პერიოდიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში რეჟისურისა და მსახიობის ოსტატობის კათედრაზე. 1999- 2002 სწავლობდა ამავე ინსტიტუტის კინოხელოვნების ფაკულტეტის კინო-სარეჟისორო განყოფილებაზე.

2002 წლიდან დღემდე ზურაბ ქავთარაძე იყო სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი .

თეატრსა და კინოში შესრულებული აქვს მრავალი როლი. მუშაობდა ცნობილ რეჟისორებთან. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. წერდა სცენარებს და მუსიკალურად აფორმებდა კინოფილმებს. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში.

2014-2015 წლებში მოღვაწეობდა ბათუმის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში, სადაც მისი პიესების მიხედვით რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა.

1983 წლიდან იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი.

1994 წელს დაჯილდოვებული იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური საზოგადოების მიერ, იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლით, როგორც კინოფილმ ,,იავნანას” შემოწმედებითი წევრი.

1997 წელს დაჯილდოვებული იყო სიგელით აჭარის არ კულტურის სამინისტროს მიერ, ,,თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში სახელმწიფო თეატრის გასტროლების წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის. 2005 წელს დაჯილდოვებული იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელით ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სხელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დაბადების 50 წლისთავის აღსანიშნავად”.

ზ. ქავთარაძე იყო არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი კონო-როლები:

“წიგნი ფიცისა” – მცველი ხევსური (რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე);

1981 - “მონანიება” – რიკტაფელოვი (რეჟისორი თ. აბულაძე);

1983 - “ნეილონის ნაძვის ხე” – უცნობი კაცი (რეჟისორი რ. ესაძე);

1984 - “ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი”- ყოფილი ქმარი. (რეჟისორი თ.

ფალავანდიშვილი);

1986 - “ვირთხა” – ექიმი მკურნალი (რეჟისორი პ. ა მილორავა);

1987 - “უძინართა მზე” – მოხელე (რეჟისორი თ. ბაბლუანი);

1988 - ,,იავნანამ რა ჰქნა” – ქურდი მათხოვარი (რეჟისორი ნ. ჯანელიძე);

1990 - “იღბლიანი” – ავადმყოფი (რეჟისორი გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი);

1991 - “ლეონარდო” – ეჭვიანი მეზობელი (რეჟისორი დ.ნაცვლიშვილი);

1991 - ,,ჭერი” -უცნობი (რეჟ. რ. ესაძე);

1992 -1998- ,,ჰომოსეპიენები” - ტიპები ( რეჟ. ზურაბ ქავთარაძე, როინ დვალი);

2000 -,,იყო და არა იყო რა” – ჟორჟი ( რეჟ. ზურაბ ქავთარაძე );

2001 -,,ჩიხი” – ტიპი (რეჟ. რ. დვალი);

2004 - ,,ცხელი ძაღლი” -ქილერი (რეჟისორი ზ. ურუშაძე);

2005 - „დუბ D“ - დეტექტივი (რეჟ. ზურაბ ქავთარაძე, როინ დვალი);

2007 -„ახლობელი მტერი“ - მღვდელი (რეჟ. ალექსანდრე ათანასიანი);

2010 -,,თორმეტი მსაჯული” - რატი ტორონჯაძე (რეჟ. გიორგი ლიფონავა);

2010 -„ბოლო სადგური“ - სადგურის უფროსი - (რეჟ. შოთა გუჯაბიძე);

2012 -„სოლომონი“ - ბოშა მათხოვარი“ (რეჟ. ზაზა ხალვაში);

2015 -„ნამე“ - ექიმი (რეჟ. ზაზა ხალვაში)
მისი მოღვაწეობის სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

http://batu.edu.ge/text_files/ge_file_1032_1.pdf

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930