მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) - 2021

სურათი

MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP)   - 2021 

 

 

 

2021 წელს,  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი პირველად მონაწილეობს  მედიაგანათლების პროგრამაში   - MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP).  

მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, აგვისტოს თვეში, აშშ-ში (ქალაქები - ჩიკაგო და ნორმალი ილინოისის შტატში)   ორკვირიანი სასწავლო ვიზიტით   იმყოფებოდა  ტელე-რადიო ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი  მამუკა ჯორბენაძე. 

მედიაგანათლების პროგრამა  MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP)   არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy)  ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად.  ეს პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State). წელს ამერიკელი პარტნიორი ორგანიზაცია არის World Chicago.  ორგანიზაციის დირექტორია პეგი პარტენოფი,  მედიაგანათლების პროგრამის დირექტორი დენის მეტსონი.  

პროგრამის მიზანია საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა.   

პროგრამა გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის დეკემბრის თვეში დაგეგმილია  ამერიკელი მედია პროფესორების საპასუხო ვიზიტს საქართველოში.   

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031