ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონ ნატო ჩიატაიას გარდაცვალების გამო

სურათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს  ქალბატონ  ნატო  ჩიატაიას  გარდაცვალების გამო.  არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომელსაც  პროფესიონალიზმი და    საკუთარი საქმის  უანგარო    სიყვარული გამოარჩევდა,   წლების განმავლობაში ასწავლიდა მეტყველებას  ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში.   თითოეულ სტუდენტთან  თბილი და განსაკუთრებული  ურთიერთობა  ჰქონდა,  რაც  სასწავლებლის დამთავრების   შემდეგაც  გრძელდებოდა.  არავის ავიწყდება მისი მუდამ მომღიმარი ნათელი სახე.  ქალბატონ ნატოს დამსახურებაა არა მხოლოდ დრამის ფაკულტეტის   კურსდამთავრებულთა  გამართული  მეტყველება.   თავისი  უბრალოებისა და გულისხმიერების  პასუხად,  კოლეგებისაგან    დიდ   სიყვარულსა და  პატივისცემას  იმსახურებდა.  რჩევა- დარიგებას, გამოცდილებას უზიარებდა ჩვენი სასწავლებლის   ახალგაზრდა პედაგოგებს, რომლებმაც წარმატებით გააგრძელეს მისი ტრადიცია.   
ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტი   მადლობას   უხდის   ქალბატონ  ნატო ჩიტაიას    გაწეული დიდი ღვაწლისათვის.
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930