გამოფენა - "თავისუფალი სივრცე: სივრცე ყველასთვის".

სურათი

27 ოქტომბერი 2020 წელი

      27 ოქტომბერს,  თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით - "თავისუფალი სივრცე: სივრცე ყველასთვის".

     გამოფენა  მოეწყო  პროექტის ფარგლებში  „ფორმა და სივრცე.  სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“.

     პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის აკადემია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ხელოვნების ცენტრი „ფოლიანტი“.

პროექტის თანამდგომი - საქართველოს პარლამენტის აპარატი.

      პროექტის მიზანი იყო სახვითი, სამუსიკო და სათეატრო შემოქმედების ინოვაციური მეთოდებით, ფორმებითა და საშუალებებით ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთსაკომუნიკაციო პლათფორმის ინკლუზიური მოდელის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ტიპური განვითარების ადამიანების ინტეგრირებული შემოქმედებითი სივრცის) შექმნა.

   პროექტის კოორდინატორი აჭრაში იყო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ კვაჭაძე.

  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნამუშევრები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031