ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი კინოპროექტი

სურათი

25 მაისი 2020 წელი

14 მაისს შედგა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის  ერთობლივი კინოპროექტის პრემიერა ონლაინ  რეჟიმში.  ნაჩვენები  იყო ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ გადაღებული  ფილმები.

      ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და ამერიკელი სტუდენტების ინდივიდუალურად  და ქართულ-ამერიკული წყვილების მიერ შექმნილმა  ფილმებმა (მირიან ორაგველიძე-აპოსტოლოს დუკაკისი,  ნიკოლოზ ვერძაძე-ზიმო ზაო,  ნანა ხოფერია-იუნგ ლი, ია კვიკვინია-ჰიანგ ზოუ, რუსლან დუმბაძე-ჯეინ იანი, გიორგი ხუხუნაიშვილი-ზარა ზარემერჯერი, ლენა ჭაღალიძე-კეისი ფილიპსი, სიმონ კავთელაძე-ჯიაზენ ლი) დიდი მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს ამერიკელი სპეციალისტების მხრიდან და მათ სათანადოდ აღნიშნეს ამ პროექტის საჭიროება და მნიშვნელობა.

         მუშაობის პერიოდში ნაჩვენები იყო პროექტში მონაწილე პედაგოგთა,  ქრისტოფერ კოპოლას, ზურაბ ქავთარაძისა  და ირაკლი კიკვაძის,  ნამუშევრები.

       კინოსკოლების აღნიშნული ერთობლივი პროექტი 2014 წლის შემდეგ  მეორედ განხორციელდა.

      ორივე პროექტის ჩანაწერის მოკლე ვარიანტი იხილეთ ინტერნეტ ბმულის საშუალებით.

 

https://www.youtube.com/watch?v=BAvkJfYAugc&feature=emb_logo

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031