ზაზა ხალვაშის სახელობის სახელოსნოს გახსნა

სურათი

27 თებერვალი 2020 წელი

   27 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის სახელოსნო გაიხსნა.

    ამავე დღეს კინორეჟისორის ხსოვნის საპატივცემულოდ უნივერსიტეტში მოეწყო პროექტის, „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა'' ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება. 

    ბატონი ზაზა აქტიურად იყო ჩართული „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის'’ და „TAFU – FIIS მარადიდის ზამთრის კინოსკოლის’’ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სწორედ მისი დამსახურებით შედგა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი თანამშრომლობა.

   უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი რეჟისორის სახელის უკვდავსაყოფად სამომავლოდ დაიგეგმა სტუდენტური კინოფესტივალის ჩატარება და ზაზა ხალვაშის სახელობის საფაკულტეტო  სტიპენდიის დაწესება.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930