ბულგარელი არქიტექტორის ბისერ კოზლევის საჯარო ლექცია თემაზე: "ბულგარული არქიტექტურა, თანამედროვეობა და ტრადიციები."

სურათი

26 თებერვალი 2020 წელი

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ცნობილმა ბულგარელმა არქიტექტორმა ბისერ კოზლევმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე: "ბულგარული არქიტექტურა, თანამედროვეობა და ტრადიციები."

   შეხვედრას ესწრებოდნენ ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა ჭანტურიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

   ბისერ კოზლევმა ისაუბრა ბულგარეთის ტრადიციული  ურბანული  და  თანამედროვე არქიტექტურის, ისტორიული შენობების თანამედროვე რეკონსტრუქციისა და ფუნქციური ადაპტაციის საკითხებზე.

   გამოითქვა მოსაზრებები ბულგარეთსა და საქართველოში, ზოგადად  შავი ზღვის რეგიონში, გავრცელებული ურბანული არქიტექტურის  თავისებურებების, ტრადიციების მსგავსებისა და თანამედროვე  მხატვრული ტენდენციების შესახებ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930