RURD პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

სურათი

17 თებერვალი 2020 წელი

2020 წლის 17 თებერვალს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+CBHE პროექტის -„რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  რეგიონალური ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, გაკეთდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. თითოეულმა უნივერსიტეტმა წამოადგინა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის საჭირო SWOT ანალიზის პრეზენტაცია.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ, სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, სოფო თავაძემ და სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების სპეციალისტმა, სალომე ჩიკაშუამ.

პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართულ რეგიონალური უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება ეროვნული პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930