საერთაშორისო პროექტი - „TAFU – FIIS მარადიდის ზამთრის კინოსკოლა

სურათი

6 თებერვალი 2020 წელი

    2020 წლის 6 – 17 თებერვალს აჭარის მაღალმთიან რეგიონში განხორციელდება ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კინოპროექტი „TAFU – FIIS მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“, რომელშიც მონაწილეობენ: პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის (FIIS)-ის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 4 ტუტორი და 12 სტუდენტი.

    პროექტის ფარგლებში განხორციელდება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებები მაღალმთიანი აჭარის (ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მარადიდი) მაცხოვრებლებსა და მათ ადათ-წესებზე. გადაღებები გაგრძელდება 12 დღის განმავლობაში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევენ ქართველი და პოლონელი ტუტორები.

      პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

        2020 წლის 6 თებერვალს, პროექტთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი და კულტურის დეპარტამენტის თანამშრომელი თინათინ დოლიძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი და პროექტის ხელმძღვანელი ოთარ ლითანიშვილი, პროექტის კოორდინატორი თინი ხუციშვილი, ასევე ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი როინ სურმანიძე და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031