"AMERICAN PROTEGE" საერთაშორისო კონკურსის შესარჩევი ტური თბილისში

სურათი

3 თებერვალი 2020 წელი

3-5  თებერვალს გაიმართა "AMERICAN PROTEGE" საერთაშორისო კონკურსის შესარჩევი ტური თბილისში. კონკურსის ორგანიზატორია  ,,გზა მომავალ თაობას“, ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელიც ამერიკაში მოღვაწე პიანისტი მერაბ ებრალიძეა. 60 ზე მეტი მონაწილეთა შორის იყვენენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები სალომე მახათელაშვილი, ნათია ზოიძე, ცირა ხაბაზი, ასევე კურსდამთავრებულები - სალომე სალაძე და მარიამ ფირცხალაიშვილი. ყველა მათგანმა წარმატებით გადალახა პირველი საკონკურსო მოსმენა. მარიამ ფირცხალაიშვილი კი ფინალისტი გახდა, რომელიც სხვა გამარჯვებულებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიღებს გალა კონცერტში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031