მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო ჯგუფის კონცერტი

სურათი

24 დეკემბერი 2019 წელი

24 დეკემბერს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო ჯგუფმა მორიგი ახალი პროგრამა წარმოადგინა. შესრულდა სენ-სანსის, ბრამსის ნაწარმოებები, ასევე პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდთან (ქორმაისტერი მაგდა მათითაიშვილი) ერთად. ორკესტრის დირიჟორია გიორგი აფრიამაშვილი, საფორტეპიანო პარტიები შეასრულეს ნინო ნიშნიანიძემ და სოსო პაპიძემ. კონცერტზე შედგა ახალი მუსიკალური ჯგუფის პრეზენტაცია, ორკესტრის თანხლებით ბათუმელი მუსიკოსის თინათინ წულაძის ვოკალურ-ინსტრუმენტული კომპოზიციები შესრულდა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930