ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“

სურათი

9 დეკემბერი 2019 წელი

2019 წლის 9-10 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) პროექტის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი, მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ხათუნა მანაგაძე და სამეცნიერო და საგამომცემლო დეპარტამენტის სპეციალსიტი სალომე ჩიკაშუა. პროექტის აპლიკანტ-კოორდინატორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

      პროექტში ჩართულია: საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპული პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

      პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930