80 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი მიხეილ კობახიძე

სურათი

13 ოქტომბერი 2019 წელი

დაამთავრა  მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

ფილმების გადაღება 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962). 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი"). 1967 წელს გადაიღო ფილმი "ქოლგა",  ფილმმა 1967 წელს მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო 14 წთ-იანი ფილმი "მუსიკოსები". "მუსიკოსების" გადაღების შემდეგ რეჟისორს პრობლემები დაეწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა – ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. ფილმების გადაღებების აკრძალვის შემდეგ რეჟისორმა სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: "ჩიბუხი" (1976), "ზღვაზე" (1980).  ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა. 33 წლიანი პაუზის შემდეგ, კინო სფეროში მოღვაწეობა მიხეილ კობახიძემ საფრანგეთში განაახლა. 2001 წელს საფრანგეთში მიხეილ კობახიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გზაზე". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603;

          http://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_კობახიძე

          http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930