„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“

სურათი

24 სექტემბერი 2019 წელი

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“

    23 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ბათუმის სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა,  მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტმა.

      ფესტივალზე უნივერსიტეტი წარსდგა რამდენიმე აქტივობით:

  1. კინოინსტალაცია და სტუდენტური ფილმების „თრეილერების“ ჩვენება.
  2. უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ნამუშევრების ჩვენება-დეფილე;
  3. კედელზე ხატვა, „გრაფიტი“. 

უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებით და მიღწევებით დაინტერესდენ პიკნიკის მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობა, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და ქალაქის სტუმრები.

     აქტივობები დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სხვა დაინტერსებულმა პირებმა.

      უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია და შემოქმედებითი პროექტების განოფილება განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა სტუდენტს და მოდელს პიკნიკში მონაწილეობისათვის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930