გილოცავთ 2019-2020 სასწავლო წელს!

სურათი

24 სექტემბერი 2019 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო.

    23 სექტემბერს, უნივერსიტეტში დაიწყო ახალი 2019-2020 სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, პირველკურსელებს და პერსონალს მიულოცა რექტორმა, პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა.  მან აღნიშნა უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში, მადლობა გადაუხადა პირველკურსელებს არჩევანისთვის და  ყველას უსურვა წარმატებები შემოქმედების საინტერესო გზაზე.

ახალგაზრდებს „დიდ ოჯახში“ გაწევრიანება მოულოცა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, კინორეჟისორმა ზაზა ხალვაშმა - „ჩვენ აქ სიყვარულს ვასწავლით და გვიყვარდეს ერთმანეთი“.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები: თამილა მეიშვილი, მანანა სულაბერიძე და ევგენია ღოღელიანი.  პროფესორმა თამილა მეიშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მათი საქმიანობის დაფასებისთვის, ახალგაზრდებს კი დიდი მოტივაცია და შემართება უსურვა შემოქმედებითი ცხოვრების სასიამოვნო და რთულ გზაზე.

2018 - 2019 სასწავლო წელი შემოქმედებითად დატვირთული წელი იყო. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ღონისძიებებში: კონცერტები, გამოფენები, სპექტაკლები, კონფერენციები, საზოგადოებრივი აქტივობები და სხვა. ცერემონიალზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმატებული 51 სტუდენტი.

ცერემონიალის დასარულს კი,  საუნივერსიტეტო გუნდის მიერ შესრულებული სტუდენტური ჰიმნის „გაუდიამუსის“ ფონზე პირველკურსელებმა საჰაერო ბურთებზე დააწერეს მათი სურვილები და გაუშვეს უნივერსიტეტის ატრიუმში. 

გილოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებებს სილამაზის სამყაროში!

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930