ტრენინგი - უცხოეთში მიღებული განათლების/კრედიტების აღიარება და შეფასების კონვერტაცია

სურათი

ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, სტუდენტთა აკადემიურ მობილობის, კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების/კრედიტების აღიარებისა და შეფასების კონვერტაციის ტრენინგი ჩატარდა თბილისში, რომელსაც ესწრებოდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო დეპარტამენტის სპეციალისტი სალომე ჩიკაშუა.

ტრენინგი განხორციელდა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტში „Paving the way to interregional mobility and ensuring relevance, quality and equity of access (PAWER)” დაგეგმილი რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ტრენინგს უძღვებოდა მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ჯორჯ დეფულასი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეები დაჯილდოვდნენ მიდლსექსის უნივერსიტეტის სერტიფიკატით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031