ოზურგეთისა და ჩოხატაურის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

სურათი

5 ივნისი 2019 წელი

2019 წლის 5 ივნისს, სტუდენტური თვითმმართველობის, უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის - მიხეილ თავბერიძის ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში  გაიმართა   გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა  ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის პრექტში " ზამთრის ვერნისაჟი " გამარჯვებული  მოსწავლეები. ბავშვებმა დაათვალიერეს ბათუმის მუზეუმები, მუსიკალურ ცენტრში  წარმოდგენილი მხატვარ გურამ ფუტკარაძის ექსპოზიცია. შედგა   ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორის  ავთანდილ თავართქილაძის, მხატვარ თამაზ დარჩიას და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების მენეჯერის  მზია კვინტრაძის შეხვედრა უნივერსტიტეტის რექტორთან. დაისახა ახალი პერსპექტივები, გამოითქვა სურვილი უნივერსიტეტსა და რეგიონის სახელოვნებო სკოლებს შორის  მეომერანდუმების გაფორმების, შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930