„კოლბარაცია 2“

სურათი

30 მაისი 2019 წელი

პროექტის ,,კოლბარაცია 2“ მიზანია ახალგაზრდა სტუნდენტ-შემსრულებლების გაერთიანება და ექსპერიმენტული საშემსრულებლო ჯგუფის შექმნა. რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარების სტრატეგიასთან. პროექტი პირდაპირ ეხმიანება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ინიციატივას საორკესტრო სპეციალობის სტუდენტების მიზიდვასთან დაკავაშირებით. უკვე მეხუთე წელის საორკესტრო სპეციალობაზე   ბაკალავრიატში უფასო სწავლებაა. პროექტის ფარგლებში უკვე მეორე თვეა მუშაობენ ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო და  ვოკალური ჯგუფები, რომელთა რეპერტუარშიც სხვადასხვა ეპოქის პოპულარული ნაწარმოებებია. ამ ორმა ჯგუფმა მომავალში შემოქმედებითი თანაარსებობა უნდა შეძლოს თუნდაც გარკვეული პრეოქტების ფარგლებში.   საორკესტრო  ჯგუფს ხელმძღვანელობს   სერიოზული გამოცდილების დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ხოლო ვოკალურ ჯგუფს ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე. უკვე მესამე წელის პროექტთან თანამშრომლობს პიანისტი ნინო ნიშნიანიძე. პროექტის ხელმძღვანელია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა მანაგაძე.

 აღნიშნულმა ჯგუფმა მოამზადა სხვადასხვა ჟანრის რეპერტუარი, უკვე გამართა ორი კონცერტი: 4 მაისს თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის კულტურის ცენტრში, 16 მაისს კი ფოთის აკაკი ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელში.  

3 ივნისს, 19.00 საათზე, პროექტის დასკვნითი კონცერტი გაიმართება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში.

პროექტის მიმდინარეობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ ბათუმს ექნება მომზადებული საინტერესო პროგრამა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ღონისძიებაზე იყოს გამოყენებული.  მაგალითისთვის გავიხსენებ, მერიის თავისუფალი პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს ,,ქართული კინოს მუსიკალურ-თეატრალური ინტერპრეტაცია“, რომელიც დასრულების შემდეგ წარმატებით განხორციელდა ნიქოზიის უნივერსიტეტში (კვიპროსი) და მას ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილიდა საქართველოს საელჩოს სრული წარმომადგენლობა ესწრებოდა.

პროგრამა:

  1. George Bizet - Antract III,  Opera “Carmen”
  2. Franz Schubert - ”Liebe” D983a
  3. Luigi BoccheriniMinuet and Trio,   Quintet in E
  4. Wolfgang Amadeus Mozart“Alphabet”
  5. Johannes Brahms - “Liebeslieder Walzer”      Op. 52,  No. 3,4
  6. Erik Satie - Gymnopedie No.1
  7. Edwin Hawkins - ”Oh happy day”
  8. გია ყანჩელი - მუსიკა კინოფილმიდან   როცა აყვავდა ნუში
  9. Gabriel Faure - ”Pavane” Op. 50
  10. Edward Elgar - ”Salut d’Amour”        Liebeshruss Op.12
  11. Giulio Caccinni”Ave Maria”
  12. რევაზ ლაღიძე - სიმღერა ვაზზე

მონაწილეები:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის

მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო ჯგუფი:

 ნათია ნიკოლაძე - ვიოლინო, ნინი მაჭარაშვილი - ვიოლინო,

მარიამ ჩიმაკაძე - ვიოლინო, მარიამ ხოშტარია - ვიოლონჩელო,

სვეტა ბელიჩევა - ფლეიტა, ნაზი ძიძიგური - ფლეიტა,

ვერონიკა ასლანოვა - ფლეიტა, ამირან ბერიძე - ფლეიტა,

თეიმურაზ გვარამაძე - ჰობოი, ზურაბ ჯეგნარაძე - კლარნეტი,

ვიქტორ ცხაკაია - ვალტორნა.

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის

მუსიკის ფაკულტეტის ვოკალური ჯგუფი:

 ხათუნა ჯალაბაძე, ელიზა ჩიკვაიძე, ანა სალთხუციშვილი,

ელენე დარასელია, მარია ზოიძე, თათული ჩხეიძე,

თამარ მგალობლიშვილი, ზაირა ბოკუჩავა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930