უნივერსიტეტის ინვნისის თვის აქტივობების ანონსი

სურათი
  1. 1 დან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმის  „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ -ში გაიმართება უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა ბავშვობის პერიოდის და თანამედროვე ნამუშევრები დეკორატიულ ფერწერასა და პალინდრომის ტექნიკაში.

კურატორები: სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი - ქეთევან ვაჩეიშვილი, ასისტენტ პროფესორი - ბექა ბოლქვაძე

  1. 1ივნისს, 12:00 საათზე, ხელოვნების უნივერსიტეტში, სტუდია ,,ფერადი სამყარო“ , რომლის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია,  წარმოადგენს წლის შემაჯამებელ გამოფენას.

მონაწილეობას ღებულობენ სტუდიის უმცროსი და უფროსი ჯგუფების მოსწავლეები - ხელმძღვანელი მაია ბხსუ-ს ასოცირებული პროფესორი გერსამია.

  1. 3 ივნისი,  ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი - პროექტი კოლაბორაცია 2, მონაწილეობენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები

პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა მანაგაძე,დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.)

  1. 2019 წლის  5 ივნისს  14:00 საათზე,  გურიის  სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების  გამოფენა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.

გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ გურიის რეგიონის სამხატრო სკოლების მოსწავლეები.

  1. 10  ივნისი, სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში  აკადემიური სიმღერის დეპარტამენტის  კონცერტი სოლო სიმღერის მიმართულებით - პროფესორ თამაზ ცერიაშვილის კლასი.
  2. 17 ივნისი    ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ერთობლივი კონცერტი -- მონაწილეობენ მუსიკის ფაკულტეტის  და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. მოწვეული სპეციალისტი ირაკლი ევსტაფიშვილი

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031