საერთაშორისო კინოპროექტი ერაზმუსის პროგრამით

სურათი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო კინოპროექტი  „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“, რომელშიც ჩაერთო ხელოვნების უნივერსიტეტი.

მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ლისაბონის უნივერსიტეტის (ULHT),   უნგრეთის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის (SZFE), ბელგიის ხელოვნების უმაღლესი სკოლების (LUCA)  სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებლებთან ერთობლივად  გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები ზემო აჭარის მაცხოვრებლებზე, მათ ადათ-წესებზე, შუამთობის დღესასწაულზე. 

პროექტში ჩართული საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ მაია ჭიჭილეიშვილს. შეხვერდაზე ითქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებს როგორც უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, მათი პროფესიული ზრდის და შემდგომი წარმატებული საქმიანობისთვის. 

პროექტი „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“  ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და დაფინანსებით.

 

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=750579&gid=6#.XN0va-UzaM8

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031