„მოდა-ეს ვარ მე, ეს არის ჩემი ცხოვრება“ - შეხვედრა გოგა ნიქაბაძესთან.

სურათი

 

 2019 წლის 19 მაისს 13:00 საათზე უნივესიტეტის შემოქმედებითი პროექტებისა მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით შედგა შევედრა უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულთან, ცნობილ დიზაინერთან გოგა ნიქაბაძესთან. ის სტუდენტებს ესაუბრა სტუდენტურ ცხოვრებაზე, სწავლის პროცესის მნიშვნელობაზე, ხედვის ჩამოყალიბებაზზე, თავისუფალ აზროვნებაზე, პედაგოგებთან ურთიერთობაზე, მათ დამსახურებაზე და სტუდენტობის შემდგომ შემოქმედებით ცხოვრებაზე. 

        სტუდენტებისათვის ძალიან საინტერსო იყო მისი პროფესიული განვითარების გზა უნივერსიტეტიდან დღემდე: წარმატებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი, პროფესიის სიყვარული, სირთულეები.    აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინერის ხედვას, მის მასშტაბურ აზროვნებას, სტილის შეგრძნებას, საკუთარი პროფესიისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, თავდაუზოგავ შრომას. ისაუბრა საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების, პიროვნული თვისებების და პროფესიის ერთიანობაზე - „მოდა-ეს ვარ მე, ეს არის ჩემი ცხოვრება“.  ისაუბრა მოდელის შექმნის საკუთარ მეთოდებზე, ქსოვილის ფაქტურაზე, მის სტრუქტურაზე, ფერთა გამაზე, კოლექციის შექმნის სპეციფიკაზე, პატარა და დიდი კოლექციების თავისებურებებზე, მუსიკის განსაკუთრებულ როლზე კოლექციის შექმნის და პრეზენტაციის დროს. მისთვის მნიშვნელოვანია ცოცხალი და დინამიური ურთიერთობა მოდელებთან. არასოდეს ქმნის მოდელს მანეკენზე. მან უნდა შეიგრძნოს ადამიანი. ყოველი მოდელში იგულისხმება კონკრეტული პიროვნება მისი გარეგანი და შინაგანი სამყაროთი და ამით არის ის უნიკალური. აქედან გამომდინარე, დიზაინერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოდელის ერთიან ჭრილში  ხედვის ნიჭიერება. ვარცხნილობა, მაკიაჟი, სამკაული, აქსესუარი, სუნამო, ფეხსაცმელი, მოდელის ნაბიჯის ზომა, განათება და სამოსი- ერთი მთლიანის სხვადასხვა კომპონენტია, თუ რომელიმე არღვევს კომპოზიციას და სტილს, კოლექცია განწირულია წარუმატებლობისათვის. მან სტუდენტებს რეკომენდაცია გაუწია სადიპლომო ნაშრომების კოლექციის პრეზენტაციაზე გაითვალისწინონ ყველა ეს დეტალი და არ იფიქრონ მხოლოდ სამოსზე.

       განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდივიდუალურობაზე, თავისუფლებაზე და საქმიანობით მიღებულ სიამოვნებაზე. მან აღნიშნა, რომ არასდროს არ არის ძიების პროცესში და ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს. 

     გოგა ნიქაბაძემ სტუდენტებს შესთავაზა დახმარება ნებისმიერ საკითხში, პრაქტიკის გავლა, კონსულტაცია, სტაჟირება, თუ ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად რეკომენდაციის გაწევა და დახმარება.

      შეხვედრა საოცრად თბილ გარემოში მიმდინარებდა. მან უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. სტუდენტებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს მისი განსაკუთებული თვისება-თავმდაბლობა დიდ ნიჭიერებასთან და პროფესიონალიზმთან ერთად.  მადლობა გადაუხადეს მას და შეხვედრის ორგანიზატორს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930