არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტების შეხვედრა დამსაქმებლებთან და კურსდამთავრებულებთან

სურათი

2019 წლის 17 მაისს 13:00 უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტების შეხვედრა დამსაქმებლებთან და კურსდამთავრებულებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამშენებლო კომპანია „ანაგის“ პროექტების მენეჯერები: გოგა გუგავა და დავით თავართქილაძე, , “BWC Group –ის არქიტექტორი ია გურგენიძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ასლანიშვილი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი, შპს „კონსტრუქტორის“ - უფროსი ბეგლარ კახიძე,   საქალაქო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამმართველოს წარმომადგენლები ბესიკ კეშელავა და მაია მიქელაძე, შპს „ARCHI_TON”-ის დირექტორი ირინა გვიანიძე, არქიტექტურული სამსახურის „სტოა“-ს დირექტორი გიორგი რამიშვილი, შპს „არქეოსი“-ს  არქიტექტორი გიორგი გაბაშვილი. კურსდამტავრებულები: დათო მსხალაძე, ინეზა გოლიაძე, ლია გელოვანი, დიანა ფარტენაძე და უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტები.

    უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა ვიზიტისათვის და ყურადღება გაამახვილა დამსაქმებლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის.  

        პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლალი გერსამიამ, ისაუბრა განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. შემოქმედებითი პროექტების მართვისა და კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა მირანდა ბაღდადიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია მოწვეულ სტუმრებს განყოფილების მისიის, მიზნებისა და ფუნქციების შესახებ, აღნიშნა განყოფილების, როგორც უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის შუალედური რგოლის, მნიშვნელობა დასაქმების ბაზრის კვლევისა და სტუდენტური პოტენციალის გაცნობისათვის. ორთავე მხრიდან გამოითქვა სურვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდულების გაფორმების თაობაზე.     შეხვედრაზე დამსაქმებლებმა წარადგინეს საკუთარი კომპანიები და სამსახურები.   იაუბრეს სტუდენტების დასაქმებისათვის საჭირო აუცილებელ პროფესიულ უნარებზე და პიროვნულ თვისებებზე, საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის მნიშვნელობაზე.   გამოთქვეს მზაობა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობაზე სტაჟირების პროგრამებში,  ძეგლთა დაცვის საექსპედიციო ჯგუფებში, საპროექტო კომპანიებში, მერიის არქირექტურის სამსახურის სტაჟირების პროგრამებში (აქ ყურადღება იყო გამახვილებული საჯარო სამსახურის საკონკურსო პირობებზე). დამსაქმებლებმა და კურსდამთავრებულებმა რეკომენდაცია გამოთქვეს პროგრამაში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებაზე, ყურადღება გაამახვილეს კონსტრუქციების მნიშვნელობაზე, არქიტექტურულ კომპიუტერულ პროგრამებზე და ხელით მუშაობის სპეციფიკებზე, მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე. ზოგადად,  არქიტექტორის თავისუფალ აზროვნებაზე, მსოფლმხედველობაზე, მუსიკის როლზე არქიტექტურაში, ქალაქის ურბანული დაგეგმარების პროცესებზე და თავისებურებებზე. შესთავაზეს სტუდენტებს ბათუმის სარეკრიაციო ზონების მოწყობაში ჩართულობა, მათი წინადადებებისა და პროექტების განხილვა. განსაკუთრებით აღინიშნა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიმართ დამსაქმებლების კმაყოფილება. მათი წარმატებული საქმიანობა სხვადასხვა კომპანიებში.

    პროგრამის ხელმძღვანელმა ისაუბრა საზღვარგარეთ მოღვაწე კურსდამთავრებულების წარმატებულ საქმიანობაზე, უნივერსიტეტში მათი გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვაზე, მათ  მოწვევასა და აქტიურ ჩართულობაზე საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებული ფუნქციონერებისათვის.

       სტუდენტების განსაკუთრებული თხოვნა იყო ბათუმში მასშტაბური პროექტის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო პროცესების გაცნობის მიზნით, მათთვის საინფორმაციო ტურის მოწყობის შესახებ, რაზეც დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ კომპანიის წარმომადგენლები და უახლოეს მომავალში გაიგეგმა ამ ვიზიტის მოწყობა.    

    სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს, წარმატებები უსურვეს მათ, მოიწვიეს საკუთარ კომპანიებში და გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930