პროექტი "აჭარის ცნობილი და უცნობი კულტურული მარშრუტები"

არასამთავრობო ორგანიზაციაა(ა)იპ"ქრიეითივ სპარკი" იწვევს დანტერესებულ სტუდენტებს "აჭარის ცნობილი და უცნობი კულტურული მარშრუტები" პროექტში მონაწილეობის მისაღებად. პროექტი გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა და სხვა კულტურული მარშრუტების იდენტიფიცირება-კვლევას, შემდგომში მათი ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირების მიზნით. დაინტერესებული სტუდენტებისგან შეიქმნება 2-3 კაციანი ჯგუფები და ჰაკატონის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო იდეის/პროექტის  მქონე 3 გუნდი, რის შემდეგაც მოხდება მათი ჩართვა პროექტის განხორციელების პროცესში. გამარჯვებულთათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის პრიზები: 

I ადგილი- 950 ლარი; 

II ადგილი- 750 ლარი; 

III ადგილი- 550 ლარი.

ჰაკატონი გაიმართება 4 ივნისს,12 საათზე,ქალაქ ბათუმში, სასტუმრო JRW WELMOND-ში; ჰაკატონში გამარჯვების შემთხვევაში,  გარდა ფულადი პრიზისა, შესაძლებლობა მოგეცემათ დაესწროთ ვორქშოპებს, გაიღრმავოთ აკადემიური ცოდნა და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.  შეძლებთ თავად გახდეთ რომელიმე კონკრეტული მარშრუტის თანაავტორები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თქვენი კარიერული განვითარების პროცესში.

გამარჯვებულ სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურულ-ისტორიული და კულტურულ-ტურისტული პოტენციალის დეტალური შესწავლა და ახალი კულტურული მარშრუტების იდენტიფიცირება ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების მეთოდოლოგიის შესაბამისად(იხ.ბმული: https://www.coe.int/http://www.culturalroutes.gov.ge).

მარშრუტების საბოლოო პრეზენტაცია გაიმართება ქალაქ ბათუმში, 2019 წლის12 სექტემბერს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდებთ შემდეგ ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/1gLW4PLM2xRcHfVnnm2sENKeoYB5ccXcYN5S2M4Wzo2I/edit

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930