საჯარო ლექცია თემაზე „ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები“

სურათი

2019 წლის 7 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები“, რომელსაც უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია.

თანამედროვე პირობებში ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩევა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული ხასიათის ლიტერატურაში. საჯარო ლექციაზე განხილული იყო როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური მიდგომები (სისტემური მიდგომა, სცენარები, კავშირების ანალიზი და ა.შ), ასევე სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მოიცავს  სტრატეგიული ხედვების, მიზნების, პროგრამების იდენტიფიკაციის პროცესს. საკითხების სადემონსტრაციოდ გამოყენებული იყო როგორც ქართული მაგალითები, ასევე უცხოეთის გამოცდილება.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალისტები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930