ბხსუ - მაისის თვის აქტივობების ანონსი

ბხსუ - მაისის თვის აქტივობების ანონსი

  1. 2-3 მაისს, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა მანაგაძე მონაწილეობას მიირებს საერთაშორისო კონფერენციაში    "მუსიკოლოგია საზღვრებით და საზღვრებს გარეშე"
  2. 3 მაისს, 10:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობენ: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. ფოთის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, დებრეცენის უნივერსიტეტის, ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის, ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.
  3. 4 მაისს ტრაპიზონის ხელოვნების სახლში კონცერტს გამართავს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები პროექტით  „კოლაბორაცია 2“ პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა მანაგაძე, დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.
  4. 7 მაისს, 11:00, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია „ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები“. ლექციას წაიკითხავს მერაბ ხოხობაია - ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.
  5. 7 მაისს 15:00 უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ხელნაკეთი თოჯინების საწარმო - Toy Art Boutique შეხვედრას გამართავს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ორგანიზაცია 2018 წლის ნოემბრიდან არსებობს და წარმატებით ქმნის თოჯინებს ნახატისა და ფოტოს მიხედვით. თუ ხარ მხატვარი, მძერწავი ან მოქანდაკე. გაინტერესებს და გიყვარს შემოქმედებითი საქმიანობა გელოდებით შეხვედრაზე ნამუშევრები იხილეთ გვერდზე: https://www.facebook.com/toyartboutique/, https://www.facebook.com/tsveratoy/
  6. 16 მაისი  -კონცერტი ფოთის სამუსიკო სკოლაში  კონცერტს გამართავს ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები პროექტით  „კოლაბორაცია 2“ პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა მანაგაძე, დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.
  7. 21 მაისს  ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება მუსიკის ფაკულტეტის  და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების ერთობლივი კონცერტი.

მოწვეული სპეციალისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.

  1. 24 მაისს 15:00 ხელოვნების უნივერსიტეტში მოეწყობა შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის დავით რომანაძის ნამუშევრების გამოფენა ქანდაკებაში, ფერწერასა და გრაფიკაში.

 

 

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031