19-21 აპრილს ბათუმში ჩატარდა "ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი"

სურათი

19-21 აპრილს ბათუმში ჩატარდა "ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი" სასწავლო კურსი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო დეპარტამენტის სპეციალისტმა, სალომე ჩიკაშუა გაიარა აღნიშნული სალექციო კურსი და გადაეცა სერთიფიკატი.

სამდღიანი ინტენსიური კურსის დროს მონაწილეები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და სტრატეგიას გაეცნენ. სასწავლო კურსზე ლექციებს დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები კითხულობდნენ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031