ქართული ენის დღისადმი მიძღვილი საღამო

სურათი

19 აპრილს, 15:00 საათზე,  ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო.  

სტუდენტებმა წარმოადგინეს:

1)ლიტერატურული კომპოზიცია

ი. აბაშიძე ,,ხმა კატამონთან“

იღუმენი ქეთევანი ,,ქართული ენა“

უ. შექსპირი, სონეტი 66 - თარგმანი რ. თაბუკაშვილი

კომპოზიციის იდეის ავტორი: პროფესორი თ. მეიშვილი

მონაწილეობდნენ: მანანა სულაბერიძე, ავთანდილ ქარჩავა (აჭარის ა. რ. დამსახურებული არტისტი), სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის I და II კურსის სტუდენტები

2) ნაწყვეტი გ. დოჩანაშვილის რომანიდან ,,სამოსელი პირველი“

 ინსცენირება: მ. ხელაია, ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თ. ბოლქვაძე

მონაწილეობდნენ:   სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის  II კურსის სტუდენტები

 

საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930