ვორკშოპი თემაზე „მუზეუმების მართვის თანამედროვე მეთოდები“

სურათი

2019 წლის 19 აპრილს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „მუზეუმების მართვის თანამედროვე მეთოდები“, რომელსაც უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი - ირინა კოშორიძე.

ირინა კოშორიძის ხანგრძლივი გამოცდილება მუზეუმის სფეროში მოიცავს საკურატორო, საგანმანათლებლო, სამენეჯმენტო და საგამოფენო გამოცდილებას. იგი არის მრავალი კვლევითი გრანტისა და სტიპენდიის მფლობელი მუზეუმმცოდნეობისა და აღმოსავლური ხელოვნების მიმართულებით, ICOM-ის ეროვნული კომიტეტის წევრი, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი სამუზეუმო ტრეინინგის ორგანიზებასა და მართვაში. 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს.

ვოპრკშოპზე საუბარი იყო მუზეუმების ფუნქციასა და მისიაზე სხვადასხვა ეპოქებში, ასევე XX-XXI საუკუნეების მუზეუმების მისიებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა თანამედროვე ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველოს მუზეუმებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პრობლემებს.

ვორკშოპს ესწრებოდნენ აჭარის მუზეუმების სპეციალისტები, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები დაპროფესორ-მასწავლებლები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930