12 აპრილს 16 საათზე ხელოვნების მუზეუმში(გალერეა) ჩატარდა სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სამოსის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა - "ელეგანტური შავ-თეთრი".

სურათი

12 აპრილს 16 საათზე  ხელოვნების მუზეუმში(გალერეა) ჩატარდა სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სამოსის დიზაინის  სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა - "ელეგანტური შავ-თეთრი". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გაბრიელ (კოკო) შანელის მოტივებით შთაგონებული აპლიკაციური ესკიზები, შერეული ტექნიკით შესრულებული ინსტალაციები, ქაღალდის კაბებით შემოსილი მანეკენები და სხვ. გამოფენის ორგანიზატორი ასოცირებული იყო ასოცირებული პროფესორი დიანა თალაკვაძე. 

გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა ჭანტურიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი, უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ვაჩეიშვილი, ხელოვნების მუზეუმის მმართველი, უნივერსიტეტის  პროფესორი ნინო ნიჟარაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საზოგადოების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. სტუმრებმა მიულოცეს სტუდენტებს მნიშვნელოვანი დღე და უსურვეს წარმატებები შემოქმედებით გზაზე.https://www.youtube.com/watch?v=69i5-2svgT4&feature=youtu.be&fbclid=IwAR1_ENGWCIHm9AvpbGWtvs-p2b6qdmzCxIXDxGj-O5ET3fpt4TNr-BL0I1I

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930