უნივერსიტეტის აპრილის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების ანონსი

სურათი
სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ დაესწროთ
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ღონისძიებათა ანონსი
12/04-19/04  - 2019
 
12 აპრილს 16 საათზე  ხელოვნების მუზეუმში(გალერეა) ჩატარდება სამოსის დიზაინის  სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
დამატებითი ინფორმაცია: გაიხსნება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა - "ელეგანტური შავ-თეთრი". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გაბრიელ (კოკო) შანელის მოტივებით შთაგონებული აპლიკაციური ესკიზები, შერეული ტექნიკით შესრულებული ინსტალაციები, ქაღალდის კაბებით შემოსილი მანეკენები და სხვ. გამოფენის ორგანიზატორი ასოცირებული პროფესორი დიანა თალაკვაძე. 
სპიკერი: დიანა თალაკვაძე ასოცირებული პროფესორი.
 
15 აპრილს, 19:00 საათზე  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრი  შადიმან შამანაძის სპექტაკლი „ ერთხელ მხოლოდ ისის ძილში“
დამატებითი ინფორმაცია:  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობი სპეციალობის IV კურსის სტუდენტთა სადიპლომო სპექტაკლის ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში.
 
16 აპრილს 11:00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის კურსდამთავრებულთა გიორგი მურადიანის, ზურა თოიძის და როლანდ ზოიძის ნამუშევრების პრეზენტაცია და საჩუქრად გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის.
 
 
18 აპრილს, 17.00 საათზე, მუსიკის ფაკულტეტი წარმოადგენს ლექციას თემაზე:,,ლიტერატურული პირველწყაროს ფილოსოფიური იდეის  მუსიკალურ კომპოზიციაში ტრანსფორმირება.”
დამატებითი ინფორმაცია: პრეზენტაციაში მონაწილეობს სოსო პაპიძე -მუსიკის ფაკულტეტის ფორტეპიანოს სპეციალობის მაგისტრატურის  სტუდენტი.                
სპიკერი:  ქეთევან გოგოლაძე - მუსიკის ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორი.
 
19 აპრილს, 11:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში  ჩატარდება   ვორკშოფი თემაზე „მუზეუმების მართვის საკითხები“
დამატებითი ინფორმაცია:  მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუზეუმის სპეციალისტები და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები.  ვორქშოფის მონაწილეები გაეცნობიან მუზეუმების მართვის თანამედროვე ფორმებს.
სპიკერი:  ირინა კოშორიძე - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი.
19 აპრილს, 15:00 საათზე,   ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დამატებითი ინფორმაცია:  შესრულდება
1)ლიტერატურული კომპოზიცია
ი. აბაშიძე ,,ხმა კატამონთან“
იღუმენი ქეთევანი ,,ქართული ენა“
უ. შექსპირი, სონეტი 66 - თარგმანი რ. თაბუკაშვილი
კომპოზიციის იდეის ავტორი: პროფესორი თ. მეიშვილი
მონაწილეობენ: მანანა სულაბერიძე, ავთანდილ ქარჩავა (აჭარის ა. რ. დამსახურებული არტისტი), სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის I და II კურსის სტუდენტები
2) ნაწყვეტი გ. დოჩანაშვილის რომანიდან ,,სამოსელი პირველი“
 ინსცენირება: მ. ხელაია, ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თ. ბოლქვაძე
მონაწილეობენ:   სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის  II კურსის სტუდენტები
სპიკერი:  უნივერსიტეტის პროფესორები: თამილა  მეიშვილი, თამაზ ბოლქვაძე
 
19 აპრილს, 17:00 საათზე  უნივერსიტეტის შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით ტარდება სტუდენტების შეხვედრა დასმსაქმებლებთან და კურდამთავრებულებთან  - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
დამატებითი ინფორმაცია: უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდებიან თეატრის ხელმძღვანელობას, გაეცნობიან შესაძლო დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამებს, შეხვდებიან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან თეატრში. გაეცნობიან დასაქმებისათვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებს, თოჯინების დამზადების სახელოსნოს მუშობის სპეციფიკას, ესკიზების და სასცენო რეკვიზიტების დამზადების ტექნიკას და სხვა.
დასასრულს, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  ნაჩვენები იქნება საპრემიერო სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“.            
სპიკერი:  გიორგი ჩხაიძე - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
 
22 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სემინარი თემაზე „არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში“
დამატებითი ინფორმაცია: წარმოდგენილი იქნება სტუდენტური მოხსენებები არქიტექტურის რესტავრაციის ისტორიის და მეთოდების შესახებ საქართველოში.  
სპიკერი: მაია ჭიჭილეიშვილი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930