„მადლობა თავისუფლებისთვის“- 30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

სურათი

აჭარის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა,  ჟიული შარტავას გამზირზე,  გმირთა ხეივანში აღმართულ მემორიალთან პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

9 აპრილის მემორიალის ესკიზის ავტორია მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძე. ქანდაკების  კვადრატულ პოსტამენტზე აღმართული ფრთაგაშლილი მტრედის სტილიზებული გამოსახულება  სულიწმინდის, მშვიდობის, „სიცოცხლის ხის“  სიმბოლოდ გაიაზრება. კომპოზიციის  ცენტრში  ჭვირულად გამოსახული „ცხრიანი“ შეგვახსენებს  იმ სისხლიან ღამეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს და  21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.  

1991 წლიდან 9 აპრილი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის,  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა  და  ქვეყნის ეროვნული ერთიანობის დღეა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930