სემინარი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე

სურათი

22 მარტს ჩატარდა  ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა შარიქაძის სემინარი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე. მან ისაუბრა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გამოცდილების, უცხოეთის მუსიკალურ საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთობის ფორმების, პროფესორ-მასწავლებელთა და  სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების  და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ.  შეხვედრაზე გამოიკვეთა  თბილისის კონსერვატორიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტებს, ასევე უცხოეთის სახელოვნებო სასწავლებლებს შორის უთიერთთანამშრომლობის  პერსპექტივები. გამოითქვა რეკომენდაციები ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განვითარების  შესახებ.    

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930