საერთაშორისო მუსიკალური პროექტის “Glomus“ სამუშაო ჯგუფის შეხევდრა

სურათი

2019 წლის 9 -19 სექტემბერს,  ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფორუმი „Glomus  (Global Music)“. მასში მონაწილეობას მიიღებს  ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების,  აზიის, აფრიკის, ავსტრალიის მუსიკის აკადემიების 100-ზე მეტი  წარმომადგენელი.

მიმდინარე წლის 20-21 მარტს შედგა პროექტის  საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დანიის  სამეფო მუსიკალური აკადემიის ვიცე-რექტორი კელი ჰოზბონდი, ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა შარიქაძე,  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი, რექტორის მოადგილე ერმილე მესხია, პროფესორი ხათუნა მანაგაძე. შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, კონცერტების, მასტერკლასების, რექტორთა ფორუმის  ჩატარების პირობები.     

http://ajaratv.ge/news/ge/39717/saertashoriso-musikaluri.html?fbclid=IwAR3EZXvGbI_ba74W_l_KUCd9TBKDtninv-Rc6fKLSocCs0OrE-n5D05eySo

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930