გამოიცა ასოცირებული პროფესორის მერაბ ლებანიძის წიგნი „თეატრალიზებული ცხოვრება - ცხოვრებისეული თეატრი“

სურათი

გამოიცა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მერაბ ლებანიძის წიგნი „თეატრალიზებული ცხოვრება - ცხოვრებისეული თეატრი“.

წიგნი მოიცავს ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღევანდელობამდე. ავტორი საკუთარი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობის კონტექსტში განიხილავს სხვადასხვა თეატრალური სკოლებისა და თეატრალური პედაგოგიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების მეთოდოლოგიასა და ნააზრევს სათეატრო ესთეტიკისა და ეთიკის, მსახიობის ოსტატობისა და ტექნიკის, თეატრალურ კოლექტივში შემოქმედებითი მოღვაწეობისა და შემოქმედებითი ეთიკის საფუძვლების შესახებ.

აღნიშნული წიგნი შეიძლება გამოყენებული იქნას მსახიობის ოსტატობაში, როგორც დამხარე სახელმძღვანელო.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930